ტრენინგი სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის

29 ოქტომბერს, პროექტის “სამოქალაქო და პოლიტიკური განათლება” ფარგლებში ჭავჭავაძის ცენტრმა გამართა მორიგი ტრენინგი სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა მონაწილემ.
ტრენინგის თემები იყო: “დიპლომატია და საგარეო პოლიტიკა”, “დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი” და “სისტემური აზროვნების მეთოდები”.
სესიებს უძღვებოდნენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ დარჩიაშვილი და სერტიფიცირებული ფსიქოლოგი და ქოუჩი, ნინი ჭაჭია.