7-12 ნოემბერს ჭავჭავაძის ცენტრი საქმიანი ვიზიტით ეწვია ჰააგასა და ბრიუსელს.
7 და 8 ნოემბერს შეხვედრები გაიმართა ჰააგაში. ცენტრის დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და გია ჯაფარიძე, შეხვდა პარტნიორ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ფონდებსა და კვლევით ცენტრებს. დასკვნითი შეხვედრა გაიმართა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 9-12 ნოემბერს შეხვედრები გაგრძელდა ბრიუსელში. ვიზიტის ამ ნაწილის ფარგლებში, გაიმართა მრგვალი მაგიდა ევროპის კავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების კვლევით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; რამდენიმე შეხვედრა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებთან NATO-ს ახალ შტაბ-ბინაში; ევროპის კავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებთან, რეგიონული უსაფრთხოების თემებზე მომუშავე ექპერტებთან და ორგანიზაციებთან. ვიზიტის ბოლოს, შედგა შემაჯამებელი შეხვედრა კონრად ადენაურის ფონდში. საუბრები შეეხებოდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და მიმდინარე გამოწვევებს, რუსეთის აგრესიას უკრაინას წინააღმდეგ, დეზინფორმაციის როლს და მასთან ბრძოლის მეთოდებს. ჩვენს კოლეგებს ასევე გავაცანით ცენტრის მიზნები და მიმდინარე საქმიანობა.