დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია - "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან“

7 დეკემბერს, 19:30 საათზე ჭავჭავაძის ცენტრმა გამართა დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია - "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან“.
 
დოკუმენტური ფილმების სერია შექმნილია ჭავჭვაძის ცენტრის პროექტ "სამოქალაქო მეხსიერების"; ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უახლესი წარსულის ისტორიების გაცოცხლებასა და სამოქალაქო მეხსიერების თემის აქტუალიზაციას. პროექტის მიზანია ახალ თაობას, რომელსაც საკუთარი თვალით არ უნახავს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული ან ბუნდოვნად ახსოვს ის დრო, ცოცხალი ადამიანებისა და ისტორიების მაგალითზე დავანახოთ გზა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2003 წლამდე. პროექტის ფარგლებში გადაღებულია 20 დოკუმენტური ფილმი - "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან". კინოპრემიერისას წარდგენილი იქნა ეპიზოდი - "საქართველო - კანონგარეშე ტერიტორია".
 
ღონისძიება გახსნა პროექტის ავტორმა და ჭავჭვაძის ცენტრის დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა. სტუმრებს სიტყვით მიმართა პროექტის პარტნიორმა, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა, შტეფან მალერიუსმა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გადამღებმა ჯგუფმა, ჟურნალისტებმა, რესპოდენტენტებმა, საპატიო სტუმრებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა, ასევე სტუდენტებმა და მოსწავლეებმა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ფილმის განხილვა.
 
პროექტი "სამოქალაქო მეხსიერება"; ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.