ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო 9 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ „Think Tank Forum”-ში, რომელიც სასტუმრო რედისონში გაიმართა.
სადისკუსიო პანელზე სახელწოდებით "think tank-ების როლი პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში" მოხსენებით წარდგა ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, რომელმაც ისაუბრა ჭავჭავაძის ცენტრის სპეციფიკასა და საქმიანობაზე. „ჩვენი საერთო, გრძელვადიანი მიზანია ქართული პოლიტიკა გახდეს მოთხოვნაზე ორიენტირებული (demand-driven) და არა მიწოდებაზე დაფუძნებული (supply-based). პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა იქმნებოდეს მოქალაქეთა მიერ, ხოლო პოლიტიკური კლასი უნდა იყოს ძლიერ მოქალაქეთა მძევალი და არა პირიქით. ეს გაზრდის ჩართულობის განცდას, უფრო პლურალისტურსა და რეპრეზენტატიულს გახდის პოლიტიკურ ველს, შეამცირებს მზარდ ნიჰილიზმს და გააძლიერებს დემოკრატიულ იმპულსებს ქვეყნის შიგნით.“
ფორუმის “Think Tank-ების როლი ქართული დემოკრატიის გაუმჯობესებაში” მიზანია ერთად შეკრიბოს საქართველოს წამყვანი „Think Tank“-ები და მსგავსი მისიის მქონე ორგანიზაციები, გამართოს დისკუსია მათ როლზე და სამოქალაქო ჩართულობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ასევე, გააძლიეროს პარტნიორობა სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს შორის.