ჩეხეთის ელჩის სტუმრობა "ჭავჭავაძისც ცენტრში"

დღეს, ჭავჭავაძის ცენტრმა უმასპინძლა საქართველოში ჩეხეთის ელჩს, ბ-ნ პეტრ მიკისკას და ელჩის მოადგილეს, ქ-ნ იანა გაშპარიკოვას. ცენტრის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს დიპლომატებს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდაჭერისთვის და გააცნეს მათ ცენტრის მიმდინარე პროექტები. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.