ჭავჭავაძის ცენტრის ახალგაზრდული ბანაკი "ერთად მომავლისკენ!" - პირველი დღე

ჭავჭავაძის ცენტრმა 19-21 მაისს, ქ.თელავში, ჩაატარა 3-დღიანი ახალგაზრდული ბანაკი "ერთად მომავლისკენ!".
ბანაკის პირველი დღე დატვირთული იყო მრავალფეროვანი სესიებით:
პარტიულ იდენტობასა და საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე ისაუბრა გოჩა ცქიტიშვილმა
პარტიულ სისტემებზე შიდაპარტიული დემოკრატიასა და არჩევნებზე ისაუბრა გია ჯაფარიძემ;
შიდაპარტიული დემოკრატია აშშ-ში - გიგა ჯოხაძე;
შიდაპარტიული დემოკრატია დიდ ბრიტანეთში - გიორგი ხარებავა;
შიდაპარტიული დემოკრატიის გამოწვევებზე საქართველოში ისაუბრა ზაზა ბიბილაშვილმა, რასაც მოჰყვა დებატებისა და საჯარო გამოსვლების ხელოვნების ტრენინგი.
ახალგაზრდული ბანაკის მიზანია ნაკლებად პოლარიზებული, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, არსებული პოლიტიკური ელიტისთვის მაგალითის მიცემა და ახალგაზრდა ლიდერების ხელშეწყობა, რომელთაც დემოკრატიის ევროპული სტანდარტები ექნებათ.
ახალგაზრდული ბანაკი ხორციელდება ჰოლანდიური IDI/D66 - ს მხარდაჭერით, პროექტის "შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში" ფარგლებში.