ქალღმერთი ათენა მეომრულად, ჯავშნითა და მუზარადით შემოსილი, ფარითა და შუბით აღჭურვილი დაბადებულა. თავად დაბადებასაც ერთობ უცნაური მიზეზი ჰქონია. თავის ტკივილით გაწამებულ ზევსს მჭედლების მფარველ ღმერთ ჰეფესტოსთვის უთხოვია - ერთი ეგ შენი ურო მდრუზე თავში, იქნებ ტკივილმა გამიაროსო. იმასაც უსიტყვოდ აუსრულებია ღმერთების უფროსის თხოვნა, რის შედეგადაც ზევსს თავი ორად გადახსნია და იქიდან ათენა ამოფრენილა. უნდა ითქვას რომ ოლიმპოს მთა ის ადგილი გახლავთ, სადაც სულ უცნაური, ერთიმეორეზე დაუჯერებელი ამბები ხდება.
მითების მოსმენა კარგია, მაგრამ მატილდასაც ვერ ველევით. ვაგრძელებთ მისი თავგადასავლის კითხვას. ამჯერად მის ტრანჩბულს ვეცნობით - მრისხანე, გულქვა, ბავშვების მოძულე სკოლის დირექტორს, რომელსაც არა და არ სურს დაჯერება რომ გენიალური მოსწავლე ჰყავს და მის ჰანიზე მეტად მისტერ ვორმვუდს ენდობა, რომელიც საშინლად ახასიათებს საკუთარ შვილს.