ჭავჭავაძის ცენტრის განცხადება 7,8 და 13 მარტს ღონისძიებების გადადების თაობაზე

ვითვალისწინებთ რა კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ ახალ რეკომენდაციებს, გაცნობებთ, რომ სადისკუსიო კლუბი „აგორას" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები (7-8 მარტს თბილისში და 13 მარტს ბორჯომში) დროებით გადაიდება. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს დიდ მადლობას მოვახსენებთ რეგისტრაციისთვის და ვუხდით ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის.

ღონიძიების ახალი დეტალების შესახებ პროექტის მონაწილეებს ეცნობებათ დამატებით, ელექტრონული ფოსტით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!