ჭავჭავაძის ცენტრის პროექტი „აგორა - სადისკუსიო კლუბი“ დროებით ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლებს

მომავალი კვირიდან, ინოვაციური, ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით, პროექტის მონაწილეებს შევთავაზებთ დისკუსიის თანამედროვე ფორმატს, რომელშიც ყველა შეძლებს მონაწილეობას, განურჩევლად ადგილმდებარეობისა.

დღეს ცენტრში წარმატებით დაიტესტა სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმა, რომელიც მონაწილეების ინტერაქციულ ჩართულობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს (Zoom, Jitsi, Mentimeter, Sli.do, Padlet, Socrative).

პირველი ONLINE AGORA ჩატარდება მარტში და მასში, პროექტში დარეგისტრირებული მონაწილეები, სხვადასხვა რეგიონიდან ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

ჭავჭავაძის ცენტრის გისურვებთ ჯანმრთელობას და ველით თქვენს აქტიურობას!
#მომავალიშენია #ჭავჭავაძისცენტრი #ChavchavadzeCenter #KAS