ჭავჭავაძის ცენტრის პროექტმა „აგორა - სადისკუსიო კლუბი“ დროებით ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.

20, 21 და 22 მარტს პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ ონლაინ-ტრენინგი თემაზე „ახალი ტექნოლოგიების გამოყენება კრიზისულ სიტუაციებში“. პროექტის 30-მდე მონაწილე ეტაპობრივად ჩაერთო ონლაინ-ტრენინგში სხვადასხვა რეგიონიდან და ქალაქიდან (ესენია: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, ლეჩხუმი, რუსთავი, წალენჯიხა და ხაშური); ონლაინ-ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ პლატფორმებს, რომლებიც მიეხმარებათმათ სინქრონული და ასინქრონული კომუნიკაციების და სწავლების პროცესში; ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ / გაეგზავნათ ონლაინ-სერტიფიკატები.

ONLINE AGORA მომავალ კვირაში თემატური სესიებით გაგრძელდება.

ჭავჭავაძის ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას და ველით თქვენს აქტიურობას!

პროექტი "საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.

#მომავალიშენია#ჭავჭავაძისცენტრი#ChavchavadzeCenter#KAS