ჭავჭავაძის ცენტრის პროექტი „აგორა - სადისკუსიო ონლაინ-კლუბი“ აცხადებს მონაწილეების მეორე ნაკადის მიღებას

ჭავჭავაძის ცენტრის პროექტი „აგორა - სადისკუსიო ონლაინ-კლუბი“ აცხადებს მონაწილეების მეორე ნაკადის მიღებას. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/34i5LzL

20 აპრილიდან, ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით, პროექტის მონაწილეებს შევთავაზებთ დისკუსიის თანამედროვე ფორმატს, რომელშიც ყველა შეძლებს მონაწილეობას, განურჩევლად ადგილმდებარეობისა. სადისკუსიო ონლაინ-კლუბის მიზანია ცოცხალი, ინტელექტუალური სადისკუსიო ვირტუალური სივრცის შექმნა იდეათა გენერირების, ტესტირებისა და გაზიარების მიზნით.

აგორა“ მიზნად ისახავს აქტიური მოქალაქეების, ახალი აზრის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას. ონლაინ-შეხვედრები მოიცავს თემატურ სესიებსა და ტრენინგებს. მონაწილეები შეიძენენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს, რომელიც დაეხმარება მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში, იქნება ეს კერძო სექტორი, სამოქალაქო აქტივიზმი თუ საჯარო პოლიტიკა.

ჰიბრიდული გამოწვევები, პოლიტიკური და ეკონომიკური იდეოლოგიები, არჩევნების და შიდაპარტიული დემოკრატია, Covid-19-ის გავლენა გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკაზე, კრიზისების მართვა და მედიასთან ურთიერთობა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც მონაწილეები იმსჯელებენ ღია, ინტერაქტიულ ფორმატში.

სიახლეს წარმოადგენს ე.წ. Thinkathon-ი, ანუ სწრაფად ფიქრისა და გონებრივი მარათონის ნაწილი, რომლის დროსაც „აგორას“ მონაწილეებმა ინტერაქციულ რეჟიმში, ვირტუალურად, შეზღუდულ დროში უნდა უპასუხონ გამოწვევებს, შეკითხვებს და წარმოადგინონ შემოთავაზებულ საკითხებზე პრობლემის გადაჭრის გზები.

თუ გსურს ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული უნარების შეძენა და სასარგებლო გამოცდილების დაგროვება, გახდი ჭავჭავაძის ცენტრის სადისკუსიო ონლაინ-კლუბ „აგორას“ მონაწილე!

პროექტის მონაწილეები შეირჩევიან ონლაინ-აპლიკაციისა და გასაუბრების შედეგად. მონაწილეობა უფასოა, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/34i5LzL

ჭავჭავაძის ცენტრის გისურვებთ ჯანმრთელობას და ველით თქვენს აქტიურობას!

#მომავალიშენია #ჭავჭავაძისცენტრი #ChavchavadzeCenter #KAS