ზაზა ბიბილაშვილის ონლაინ-სესია

  • როგორ მუშაობს და რა მიზნებს ემსახურება რუსული პროპაგანდა?
  • როგორ ამოვიცნოთ რუსული პროპაგანდა და რა უნდა დავუპირისპიროთ მას, რომ გავიმარჯვოთ 21-ე საუკუნის საინფორმაციო-პროპაგანდისტულ ომში?

ამ თემებზე დღეს ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა, რუსული პროპაგანდისა და კონტრპროპაგანდის მკვლევარმა ზაზა ბიბილაშვილმა თავისი ონლაინ-სესიისას ისაუბრა.

შეხვედრა გაიმართა სადისკუსიო ონლაინ-კლუბ "აგორას" ფარგლებში. ონლაინ-კლუბში 25 მონაწილე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთო. სესიის შემდეგ, აქტიური და შინაარსობრივად დატვირთული ჩართულობისთვის მონაწილეებს გაეგზავნათ ონლაინ-სერტიფიკატები.

სადისკუსიო ონაინ-კლუბი „აგორა“ მიზნად ისახავს აქტიური მოქალაქეების, ახალი აზრის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას. ონლაინ-შეხვედრები მოიცავს თემატურ სესიებსა და ტრენინგებს. მონაწილეები შეიძენენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს, რომელიც დაეხმარება მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში, იქნება ეს კერძო სექტორი, სამოქალაქო აქტივიზმი თუ საჯარო პოლიტიკა.

 

პროექტი "საღი აზრი: სამოქალაქო განათლება პოლიტიკის პირისპირ" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.