სადისკუსიო Online კლუბი „აგორა“ აგრძელებს შეხვედრებს

10 მაისს, „სადისკუსიო ონლაინ-კლუბ აგორას” მონაწილეებს ჭავჭავაძის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა თსუ-ს პროფესორმა მარიამ გერსამიამ კრიზისების მართვაზე და მედიის როლზე ისაუბრა.  საინტერესო დისკუსიას 25-მდე მონაწილე სხვადასხვა რეგიონიდან შემოუერთდა.

უკვე მესამე თვეა „აგორაზე“ ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით იმართება ე.წ. Thinkathon-ი. ამ ფორმატში, „აგორას“ მონაწილეები ინტერაქციულ რეჟიმში მსჯელობენ და  წარმოადგენენ შემოთავაზებულ საკითხებზე პრობლემის გადაჭრის გზებს.

პროექტი "საღი აზრი: სამოქალაქო განათლება პოლიტიკის პირისპირ" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.