Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე სტუმრად ონლაინ-კლუბში

13 მაისს, ჭავჭავაძის ცენტრის სადისკუსიო ონლაინ-კლუბში „აგორა“, Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ პანდემიის და პოსტ-პამდემიის დროს გლობალური და რეგიონული ეკონომიკის გამოწვევებზე ისაუბრა.  25-მდე მონაწილე დისკუსიას სხვადასხვა რეგიონიდან შემოუერთდა.

ამ შეხვედრით ჭავჭავაძის ცენტრმა შეაჯამა პროექტის ფარგლებში მეორე ნაკადის მონაწილეებთან ონლაინ-დისკუსიები. პროექტის მონაწილეებს გადაეცათ/გაეგზავნათ ონლაინ-სერტიფიკატები.

უკვე მესამე თვეა „აგორაზე“ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით იმართება ე.წ. #Thinkathon-ი. ამ ფორმატში, „აგორას“ მონაწილეები ინტერაქციულ რეჟიმში მსჯელობენ და წარმოადგენენ შემოთავაზებულ საკითხებზე პრობლემის გადაჭრის გზებს.

მადლობა პროექტის მონაწილეებს აქტიური და შინაარსობრივად დატვირთული ჩართულობისთვის! პროექტი "საღი აზრი: სამოქალაქო განათლება პოლიტიკის პირისპირ" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.