ესეების კონკურსის „ბედნიერი ერი – Quo Vadis?“ შედეგები

ილია ჭავჭავაძის ცენტრმა გამოავლინა ესეების კონკურსისბედნიერი ერი – Quo Vadis?“ სამი გამარჯვებული. ესენი არიან:

  • თამარ აქუბარდია, სკოლის მოსწავლე 
  • ანა არუთუნიანი, სტუდენტი
  • ეკა ლომია, მკვლევარი, დოქტორანტი

გამარჯვებული ავტორების ესეები გამოქვეყნდა საიტზე:
www.chavchavadze.blog

  • საკონკურსოდ ჟიურიმ განიხილა ესეები შემდეგი მიმართულებებით:
  • საგარეო ურთიერთობები და უსაფრთხოება
  • ეკონომიკური ხედვა და პოლიტიკა
  • მართლმსაჯულება
  • მედია 
  • კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკა 
  • განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკა 
  • დასავლური ღირებულებები და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი

ესეების კონკურსის მიზანი იყო დამოუკიდებელი საქართველოს მიერ 1991 წლიდან დღემდე განვლილი გზის კრიტიკული ანალიზი, დღევანდელობის მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირება ისტორიულ-გეოპოლიტიკურ ჭრილში და პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული ხედვებისა და რეცეპტების შეთავაზება ქართული საზოგადოებისთვის.

კონკურსანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ზემოთ ჩამოთლილ თემებზე რეფლექსიის გზით, გამოეკვეთათ კონკრეტული პრობლემები და, კრიტიკული ანალიზის გზით, საზოგადოებისთვის წარედგინათ პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული გზები და ხედვები. საკონკურსო ნამუშევარში უნდა ასახულიყო ავტორის არა მხოლოდ კრიტიკული ანალიზი და არგუმენტები, არამედ პრობლემის გადაჭრის გზები.

ვულოცავთ ავტორებს ამ გამარჯვებას და მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ჩართულობისთვის

კონკურსი ჩატარდა პროექტი "საღი აზრი: სამოქალაქო განათლება პოლიტიკის პირისპირ" ფარგლებში და ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.