ჭავჭავაძის ცენტრის მიერ ორგანიზებული საზაფხულო პროგრამის “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” ფარგლებში 16-დან 24 ივლისამდე გაიმართა 6 შეხვედრა, რომელთა განმავლობაში მწერალი და კინორეჟისორი მიხეილ ანთაძე მონაწილეებს ესაუბრა ისეთ თემებზე, როგორებიცაა:
• ფეხბურთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა;
• ვეფხისტყაოსანი, ჰამლეტის მონოლოგი, დონ-კიხოტი, ოსტატი და მარგარიტა;
• მაფია და პოლიტიკა;
• რელიგია და ეკლესია;
• ”როგორ ვიცნობდი საბჭოთა კავშირს”
ლექციების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი.