სემინარი "სამოქალაქო მეხსიერება, მითები და პროპაგანდა"

19-21 აგვისტოს, ატენში, გორი, კოალიციური პროექტის "DIVERSE (მრავალფეროვნება, კულტურათაშორისი დიალოგი და მრავალმხრივი სტრატეგიები მდგრადი საზოგადოების გაძლიერებისათვის)" ფარგლებში გაიმართა ორდღიანი სემინარი "სამოქალაქო მეხსიერება, მითები და პროპაგანდა". 

სესიებს უძღვებოდნენ ჭავჭავაძის ცენტრის, ინტერნიუსი-საქართველოსა და საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები. ისინი მონაწილეებს ესაუბრნენ სამოქალაქო მეხსიერების მნიშვნელობაზე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ისტორიულ კონტექსტზე, მის წარმომავლობასა და გავლენაზე თანამედროვე საზოგადოებაზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები საქართველოს სხადასხვა რეგიონიდან.

სემინარის მიმდინარეობისას მონაწილეებმა, აგრეთვე, ნახეს დოკუმენტური ფილმები საბჭოთა მითებსა და თანამედროვე ჰიბრიდულ ომზე. 

ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის პროექტი DIVERSE (Diversity, Intercultural Dialogue, and Versatile Strategies for Resilient Society Empowerment) ხორციელდება USAID-ის პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრი პროექტს განახორციელებს ინტერნიუსი-საქართველოს და საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობით.