სადისკუსიო ონლაინ-კლუბის შეხვედრები

29 ივლისს ჭავჭავაძის ცენტრში ჩატარდა „AGORA - სადისკუსიო ონლაინ-კლუბის“ შეხვედრები, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 35-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. სესიები მოიცავდა შემდეგ თემატიკას:

  • “საშინაო პოლიტიკა და ოკუპირებული ტერიტორიები“ (სპიკერები: ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელთა საბჭოს  თავმჯდომარე; ნიკოლოზ ვაშაკიძე, დიპლომატი, პოლიტოლოგი)
  • „თანამედროვე თურქეთი და საქართველო“ (სპიკერები: გია ჯაფარიძე, პროფესორი, ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი; თორნიკე შარაშენიძე, GIPA - ს პროფესორი

თემატური სესიების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. სადისკუსიო ონლაინ-კლუბის მიზანია სწორედ ცოცხალი, ინტელექტუალური სადისკუსიო ვირტუალური სივრცის შექმნა იდეათა გენერირების, ტესტირებისა და გაზიარების მიზნით.

პროექტი “საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.