„AGORA - სადისკუსიო ონლაინ-კლუბის“ ვებინარი

30 ივლისს ჭავჭავაძის ცენტრში ჩატარდა „AGORA - სადისკუსიო ონლაინ-კლუბის“ ვებინარი, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 30-მდე მონაწილე დაესწრო.

სადისკუსიო თემა იყო „შიდაპარტიული დემოკრატია და 2020-ის არჩევნები“ მომხსენებლები:

  • ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელთა საბჭოს  თავმჯდომარე;   
  • ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალარტიული დემოკრატიის ცენტრის (NIMD/EECMD) აღმასრულებელი დირექტორი;
  • ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი;
  • გია ჯაფარიძე, პროფესორი, ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი;

დისკუსიების ნაწილია ე.წ. Thinkathon-ი, ანუ სწრაფად ფიქრისა და გონებრივი მარათონის ნაწილი, რომლის დროსაც „აგორას“ მონაწილეები ინტერაქციულ რეჟიმში, ვირტუალურად, შეზღუდულ დროში პასუხობენ გამოწვევებს, შეკითხვებს და წარმოადგენენ შემოთავაზებულ საკითხებზე პრობლემის გადაჭრის გზებს.

პროექტი “საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.