ნინო კალანდაძე ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

2 მაისს ნინო კალანდაძემ შეხვედრა გამართა ამსტერდამის უნივერსიტეტის  მაკიაველის სახელობის სტუდენტური კავშირის წევრთა ჯგუფთან. შეხვედრის დროს ქალბატონმა ნინომ სტუდენტებს გააცნო საქართველოს საგარეო ურთიერთობების სტრატეგიული მიმართულებები და ისაუბრა ქვეყნის განსაკუთრებულ მდგომარეობაზე მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.

სტუმართა დელეგაცია შედგებოდა კავშირის წევრ 20 საერთაშორისო სტუდენტისგან. თავად ეს ორგანიზაცია ნიდერლანდებში პოლიტიკური მეცნიერებების უძველესი და უდიდესი სტუდენტური ასოციაციაა 1,500-ზე მეტი წევრით და 1964 წლიდან არსებობს. სტუდენტები თბილისში საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიებისა და გლობალურ დიპლომატიაში ქართული ორგანიზაციების როლის შესასწავლად ჩამოვიდნენ.

შეხვედრაზე ქალბატონმა  ნინომ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ და აუხსნა, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა რეგიონში არსებულ რთულ დინამიკას. შეხვედრამ სტუმრებს საქართველოს დიპლომატიური პოზიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნა შესძინა.