ჭავჭავაძის ცენტრი გახდა ევროპული პოლიტიკური ფონდების ქსელის (ENoP) ასოცირებული წევრი - პირველი ორგანიზაცია რეგიონიდან და პირველი ორგანიზაცია, რომელიც არ წარმოადგენს ევროკავშირის წევრ ქვეყანას.
ევროპული პოლიტიკური ფონდების ქსელი (ENoP) წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 46 პოლიტიკურ ფონდს 19 ევროპული ქვეყნიდან. ქსელის წევრი ორგანიზაციები მოღვაწეობენ როგორც ევროპაში, ასევე 130-ზე მეტ პარტნიორ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ENoP არის დამოუკიდებელი მოთამაშე დემოკრატიის მხარდაჭერის, განვითარების თანამშრომლობისა და პოლიტიკური დიალოგის სფეროებში.
ჭავჭავაძის ცენტრისთვის, როგორც ევროპული პოლიტიკური ფონდების მოდელზე დაფუძნებული პირველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისთვის საქართველოში, ENoP-ის ასოცირებულ წევრად გახდომა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც უშუალოდ ორგანიზაციისთვის, ასევე ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.