სიახლე - ბლოგები ჭავჭავაძის ცენტრის პლატფორმაზე

www.chavchavadze.blog - ამიერიდან ამ პლატფორმაზე შესაძლებლობა გაქვთ თქვენი ბლოგი გამოაქვეყნოთ. ამისთვის ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევების და სამოქალაქო განათლების ცენტრი, პროექტის "ბედნიერი ერი - Quo Vadis" ფარგლებში გთავაზობთ შემდეგ რუბრიკებს:

  • საგარეო ურთიერთობები და უსაფრთხოება
  • ეკონომიკური ხედვა და პოლიტიკა
  • ადამიანის უფლებები
  • მართლმსაჯულება
  • მედია
  • კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკა
  • განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკა
  • დასავლური ღირებულებები და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი

ბლოგის გამოგზავნა შეუძლია ყველას. მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: chavchavadzecenter@gmail.com
წერილის თემის ველში მიუთითეთ: ბლოგი_სახელი, გვარი
ბლოგს თან უნდა ერთვოდეს ავტორის მოკლე ბიოგრაფია (1 აბზაცად) და საკონტაქტო ინფორმაცია.
ტექსტის მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 1 000 (ათასი) სიტყვისა.

ბლოგი გამოქვეყნდება სარედაქციო კოლეგიის შეფასების შედეგად.