გამომშვიდობება

სევდითა და დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით ძვირფას მეგობარს, თანამებრძოლსა და, იდეის წარმოშობის დღიდან, ჭავჭავაძის ცენტრის დიდ გულშემატკივარს, ნიკა რურუას. სამაგალითო შემართებით, ენთუზიაზმითა და უკეთესი მომავლის რწმენით განმსჭვალული, ის ყოველთვის იდგა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში. ვპირდებით მას, რომ ჩვენი არც ერთი ერთობლივი გეგმა არ დარჩება განუხორციელებელი. 
ღმერთმა გაანათლოს მისი სული!