პროექტის "ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის" ფარგლებში მორიგი კინოჩვენება და დისკუსია წაღვერში გაიმართა.

ილია ჭავჭავაძის ცენტრის პროექტის „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში, 12 თებერვალს წაღვერში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა.

დისკუსიას უძღვებოდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი. ჩვენი მოწვეული სტუმარი იყო ფარმაცევტი, მოგზაური და სცენარისტი გიორგი ანთაძე. ნაჩვენები იყო სიდნი ლუმეტის 1956 წლის ფილმი „12 განრისხებული მამაკაცი“.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია ისეთ თემებზე, როგორიცაა მოქალაქეობა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ლიდერის ტიპაჟები თანამედროვე სამყაროში, დანაშაული და სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საბჭოთა წარსულს და დამოუკიდებლობის წლებს, მათ შორის პირველ კონსტიტუციას, რომელსაც სულ რამდენიმე დღეში 100 წელი უსრულდება, ასევე - ქალთა უფლებებს.

პროექტში ჩართულობისთვის და დისკუსიაში აქტიური მონაწილეობისთვის ცენტრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის წაღვერის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს და პედაგოგებს.

პროექტი „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის ზაზა ბიბილაშვილთან ერთად“  ხორციელდება ჰოლანდიური დონორების, #D66-ისა და #IDI-ს მხარდაჭერით.