ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალ მაგიდა

„საქართველო და რუსეთი: რა შეიცვალა?“ - ამ სახელწოდებით, ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა 17 მარტს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში რუსეთ-საქართველოს 5-კვირიანი იმის დასასრულისა და ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალ მაგიდა გამართა.

ღონისძიებას გახსნა ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა თემით „პოლიტიკა და მეხსიერება“. დამსწრეებს ასევე მიმართეს ცენტრის დირექტორმა ნინო კალანდაძემ და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოქტორმა ტომას შრაპელმა. მოხსენებებით წარდგნენ ისტორიკოსები ბუბა კუდავა და ბექა კობახიძე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარები რუსიკო კობახიძე და დავით ხვადაგიანი, საქართველოს ყოფილი ელჩი პორტუგალიასა და კვიპროსში გია ჯაფარიძე, მხატვარი ნიკო ცეცხლაძე, კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე, სამოქალაქო აქტივისტი და საბაუნის პროფესორი არინა თავაქარაშვილი, ჟურნალისტები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

გამომსვლელებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე: სამოქალაქო მეხსიერება და პოლიტიკა, პირველი ქართული კონსტიტუცია, ქართული მედასავლეთეობის დროებითი დასასრული ოკუპაციის შედეგად, შემოქმედებითი ელიტის მოლოდინები და რეალობა ოკუპაციის შემდგომ პერიოდში, ცხოვრება საბჭოთა კავშირში, ორი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური გამოწვევები, მიმდინარე ოკუპაცია და სხვ. მოხსენებების შემდგომ გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხი დამსწრე საზოგადოებასთან ერთად.

ღონისძიება ჩატარდა კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, რის გამოც დამსწრეთა რაოდენობა უაღრესად შეზღუდული იყო. ღონისძიების სრული ჩანაწერი გავრცელდება სოცქსელებით და ცენტრის YouTube არხით.

ღონისძიება გაიმართა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.

ღონისძიების სრული ჩანაწერილი იხილეთ ბმულზე: https://youtu.be/-LEK5SXZrdI