კინოჩვენება დუშეთში - პროექტის „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში

ილია ჭავჭავაძის ცენტრის პროექტის „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში, 19 მარტს დუშეთში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე მორიგი კინოჩვენება გაიმართა. ამჯერად ჩვენი მოწვეული სტუმარი იყო საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი რუსიკო კობახიძე.  

უკვე ორი წელია, რაც ჭავჭავაძის ცენტრი პროექტს „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის ზაზა ბიბილაშვილთან ერთად“ ჭავჭავაძის ცენტრი ახორციელებს. ამ პერიოდში, საქართველოს რეგიონებსა და სასწავლო დაწესებულებებში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე ოცდაათამდე კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა. პროექტის ფარგლებში ცენტრი თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო და საჯარო სკოლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.  

Youth for Justice with @Zaza Bibilashvili ხორციელდება ჰოლანდიური #D66-ისა და #IDI-ს მხარდაჭერით.