„კინოჩვენების დღიურები“

„კინოჩვენების დღიურები“  - ასე ჰქვია კრებულს, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახ. ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის პროექტის „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის ზაზა ბიბილაშვილთან ერთად“ ფარგლებში მომზადდა.

უკვე მესამე წელია, რაც პროექტს „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის ზაზა ბიბილაშვილთან ერთად“ ჭავჭავაძის ცენტრი  ჰოლანდიური ფონდის D66-ისა და IDI-ის მხარდაჭერით ახორციელებს. ამ პერიოდში, საქართველოს რეგიონებსა და სასწავლო დაწესებულებებში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე 20-ზე მეტი კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა. პროექტის ფარგლებში ცენტრი თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო და საჯარო სკოლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 

„კინოჩვენების დღიურების“ შექმნის ინიციატივა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ნათია მიხელიძეს, მარიამ კაჭკაჭაშვილს და ეთერ მიდელაშვილს ეკუთვნით . იდეა მას მერე გაჩნდა, რაც მორიგი კინოჩვენების შემდეგ, ცენტრის უფროსი მკვლევარის და თსუ-ს პროფესორის მარიამ გერსამიას შეთავაზებით, სტუდენეტებმა  ფილმის „თრუმენის შოუს“ სემიოტიკურ-რიტორიკული ანალიზი დაწერეს. საბოლოოდ კი, 40 ნამუშევრიდან ეს 12 ბლოგი შევარჩიეთ, რომელსაც „კინოჩვენების დღიურების“ პირველ გამოცემაში წარმოგიდგენთ.  

კინოჩვენების დღიურები