დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა და დისკუსია

1 აპრილს, ილია ჭავჭავაძის ცენტრში 1991 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა და დისკუსია ჩატარდა. მოწვეული სტუმრები იყვნენ ამ ისტორიული მოვლენის უშუალო მონაწილეები: თენგიზ ჩაჩავა, ბეჟან ჯავახია და ბიმურზა დადეშქელიანი. შეხვედრას უძღვებოდა ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები