ახალი პროექტი მედიაში მრავალფეროვნების მხარდაჭერისთვის

ქალი ჟურნალისტების გაძლიერებისა და მედია მრავალფეროვნების მხარდაჭერისთვის ილია ჭავჭავაძის ცენტრი იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია მედიაში გენდერული სტერეოტიპების შეცვლა. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები მომავალი და დამწყები ჟურნალისტებისთვის, ვებინარები, დისკუსიები და კვლევები.

ტრენინგზე მომავალი  ჟურნალისტებისთვის ჩატარდება მაისში და ივნისში. ტრენინგის თემატიკაა:

 

  • როგორ შევცვალოთ გენდერული სტერეოტიპები მედიაში (ახალ ამბებში, თოქ-შოუებსა და რეკლამებში)?
  • როგორ გავაშუქოთ ოჯახური ძალადობა?
  • როგორ გავაშუქოთ ტრაგიკული ამბები?
  • გენდერული თანასწორობა - ისტორია, კანონმდებლობა, გამოწვევები.
  • რა უნდა ვიცოდეთ სენსიტიური გაშუქების ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე?

 

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა და მისი გავლის შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. არსებული რეგულაციების გამო, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

ტრენინგები ტარდება ქალი ჟურნალისტების გაძლიერებისა და მედია მრავალფეროვნების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.