დისკუსია ჟურნალისტებთან და მედიამენეჯერებთან

ჭავჭავაძის ცენტრმა ჟურნალისტებთან და მედიამენეჯერებთან ერთად კიდევ ერთი დისკუსია გამართა. ფოკუს-ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს თუ როგორ უნდა შეიცვალოს მედიაში არსებული გენდერული სტერეოტიპები და გაუმჯობესდეს სენსიტიური ამბების გაშუქების ხარისხი.
დისკუსიები ტარდება ქალი ჟურნალისტების გაძლიერებისა და მედია მრავალფეროვნების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.