ტრენინგი მომავალი ჟურნალისტებისთვის ილია ჭავჭავაძის ცენტრში

ქალი ჟურნალისტების გაძლიერებისა და მედია მრავალფეროვნების მხარდაჭერისთვის ილია ჭავჭავაძის ცენტრში მომავალი ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგში მონაწილეობენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები. 

ტრენინგი გახსნა ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა და ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობასა და მედიის როლზე სტერეოტიპების შეცვლის პროცესში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მარიამ გერსამიას და მაია ტორაძის თეორიული და პრაქტიკული სესიების შემდეგ, მომავალმა ჟურნალისტებმა იმსჯელეს თუ რა გზებითაა შესაძლებელი გენდერული სტერეოტიპების შეცვლა მედიაში (ახალ ამბებში, თოქ-შოუებსა და რეკლამებში). 

ტრენინგის მეორე დღე დაეთმო სესიებს და დისკუსიებს თემებზე:
როგორ გავაშუქოთ ოჯახური ძალადობა?
როგორ გავაშუქოთ ტრაგიკული ამბები?
რა უნდა ვიცოდეთ სენსიტიური გაშუქების ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე?
 
თეორიული და პრაქტიკული სესიები ჩაატარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა მარიამ გერსამიამ და მაია ტორაძემ.
 
მომავალ ჟურნალისტებს ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა მარინა გოქსაძემ გააცნო რეფრეიმინგის ტექნიკა, წარმატების მიღწევის სხვადასხვა მოდელი, რომლის შემდეგაც სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს რესურსების გაძლიერებაზე ორიენტირებულ თერაპიულ სესიაში.
ორდღიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა და ცენტრის დირექტორმა ნინო კალანდაძემ სერტიფიკატები გადასცეს.
 

ტრენინგები ტარდება ქალი ჟურნალისტების გაძლიერებისა და მედია მრავალფეროვნების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.