სემინარი ატენის ხეობაში

19 ივნისს, ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით, ატენის ხეობაში ჩატარდა სემინარი. ცენტრის დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა შეხვედრაზე წარმოადგინა ცენტრის პროექტი „სამოქალაქო მეხსიერება“ და ამავე პროექტის ფარგლებში გადაღებული ფილმები სერიიდან „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან“, შეხვედრას ესწრებოდნენ ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.