სემინარი და კონფერენცია ჟურნალისტებისთვის ატენის ხეობაში

20 ივნისს, ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით, ატენის ხეობაში ჩატარდა სემინარი და კონფერენცია ჟურნალისტებისთვის შიდაპარტიული დემოკრატიის თემაზე. ამავე თემის ირგვლივ ჩატარებული კვლევების შედეგები შეხვედრაზე წარმოადგინეს ცენტრის დირექტორმა ნინო კალანდაძემ და ცენტრის მკვლევარებმა - გიორგი ხარებავამ და გიგა ჯოხაძემ. კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდნენ ზაზა ბიბილაშვილი და გია ჯაფარიძე.