ონლაინ შეხვედრა თემით „ახალგაზრდული სამოქალაქო აქტივიზმი 1978 წლის 14 აპრილიდან დღემდე“

14 აპრილს ჭავჭავაძის ცენტრმა გამართა ონლაინ შეხვედრა თემით „ახალგაზრდული სამოქალაქო აქტივიზმი 1978 წლის 14 აპრილიდან დღემდე“. ცენტრის მოწვეული სპიკერი იყო ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი. ღონისძიება გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის პროექტის „აგორა - სადისკუსიო კლუბი“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს აქტიური მოქალაქეების, ახალი აზრის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას.