ონლაინ შეხვედრა თემით „საქართველო-აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენის საკითხი - პროპაგანდა, მითები და რეალობა.“

28 მაისს ჭავჭავაძის ცენტრმა ონლაინ შეხვედრა გამართა თემით „საქართველო-აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენის საკითხი - პროპაგანდა, მითები და რეალობა.“ დისკუსიას უძღვებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დამფუძნებელი გიორგი მშვენიერაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი და ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი გია ჯაფარიძე. შეხვედრას მოდერაცია გაუწია ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორმა ნინო კალანდაძემ. დისკუსია გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის პროექტის „აგორა - სადისკუსიო კლუბი“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს აქტიური მოქალაქეების, ახალი აზრის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას.