AGORA სადისკუსიო და დებატების კლუბი

„აგორა კლუბი“ ჭავჭავაძის ცენტრის მიერ ვირტუალურ სივრცეში მიმდინარე ინოვაციური პროექტია, რომლის მიზანია ცოცხალი, ინტელექტუალური სადისკუსიო სივრცის შექმნა იდეათა გენერირების, ტესტირებებისა და გააზრების მიზნით. „აგორა კლუბი“ მიზნად ისახავს აქტიური მოქალაქეების, ახალი აზრის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას. შეხვედრები მოიცავს თემატურ სესიებს, ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს. მონაწილეები იძენენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს, რომელიც დაეხმარებათ მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში, იქნება ეს კერძო სექტორი თუ სამოქალაქო აქტივიზმი და საჯარო პოლიტიკა. ონლაინ სადისკუსიო კლუბის ფარგლებში დღემდე გაიმარტა 20-ზე მეტი დისკუსია და არაერთი ვებინარი, რომელშიც ჩაერთო 1000-მდე მონაწილე.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.