სამოქალაქო მეხსიერება

„სამოქალაქო მეხსიერება“ - ასე ეწოდება ილია ჭავჭავაძის ცენტრის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უახლესი წარსულის ისტორიების დოკუმენტალურად გაცოცხლებას. პროექტის მიზანია ისტორიული და სამოქალაქო მეხსიერების თემის აქტუალიზაცია. ასევე, ახალ თაობას, რომელსაც საკუთარი თვალით არ უნახავს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული, ცოცხალი ისტორიების მაგალითზე დავანახოთ გზა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა დამოუკიდებლობის პირველ წლებში. საწყის ეტაპზე, პროექტის ფარგლებში გადაღებულ იქნა 20 დოკუმენტური ფილმი საქართველოს 6 რეგიონში. ასევე მიმდინარეობს საჯარო ლექციებისა და დისკუსიების ორგანიზება აკადემიურ წრეებთან და ახალგაზრდებთან ერთად. პროექტი ახორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.