2 ივლისს, EECMD-ის გორის ოფისში, ჭავჭავაძის ცენტრისა და KineDok Georgia-ის ორგანიზებით გაიმართა ჩვენება ფილმისა “OF CARAVAN AND THE DOGS” - “ქარავანისა და ძაღლების შესახებ”.
ფილმის რეჟისორი, ასკოლდ კუროვი, კვალდაკვალ მიჰყვება რუსეთში “უცხოეთის აგენტებად” გამოცხადებულ ორგანიზაციებსა და პირებს და გვიჩვენებს, თუ რა ბედი ეწიათ მათ.
ამჟამად, “OF CARAVAN AND THE DOGS”-ს აჩვენებენ საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.