19 აპრილს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სსიპ. აფხაზეთის N10-ე საჯარო სკოლის კინოკლუბ „დუბლში" გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის მიერ დამზადებული დოკუმენტური ფილმების: „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან“ ჩვენება და დისკუსია. ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის 50ზე მეტი მოსწავლე, ასევე მოწვეული სტუმრები და თავად ფილმში მონაწილე რესპოდენტები. ცენტრის მხრიდან პრეზენტაციას და დისკუსიას უძღვებოდნენ ზაზა ბიბილაშვილი, გია ჯაფარიძე, გიგა ჯოხაძე, გიორგი ხარებავა და ნინო კალანდაძე.