25 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა პროექტის „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში, მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე კინოჩვენება და დისკუსია გამართა. ამჯერად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ნაჩვენები იყო დიდი იაპონელი რეჟისორის, აკირა კუროსავას ფილმი „რაშომონი“ (1950).