კინოჩვენება და დისკუსია საქართველოს უნივერსიტეტში

22 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა მორიგი კინოჩვენება და დისკუსია, რომელიც მიეძღვნა საქართველოში სამხედრო გადატრიალების დაწყების 30 წლისთავს. ნაჩვენები იქნა ჭავჭავაძის ცენტრის მიერ „სამოქალაქო მეხსიერების" პროექტის ფარგლებში გადაღებული სამი ფილმი - "გოჩა ესებუა", "ბალტინის შემოსვლა" და "დახვრეტები". კინოჩვენებას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და აკადემიური პერსონალი. ამჯერად ჩვენი მოწვეული სტუმარი იყო ისტორიკოსი ბექა კობახიძე.
 
მესამე წელია, პროექტს „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის ზაზა ბიბილაშვილთან ერთად“ ილია ჭავჭავაძის ცენტრი ჰოლანდიური #D66-ისა და #IDI-ის მხარდაჭერით ახორციელებს. ამ პერიოდში, საქართველოს რეგიონებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე ათეულობით კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა. პროექტის ფარგლებში ცენტრი თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო და საჯარო სკოლებთან, ასევე - ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პროექტი „სამოქალაქო მეხსიერება“ ხორციელდება ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.