კინოჩვენება და საჯარო დისკუსია თელავში

26 მარტს, ჰოლიდეი ინნ თელავში, ილია ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე „იდენტობა და სამოქალაქო მეხსიერება“. დისკუსიის ფარგებლში მონაწილეებმა განიხილეს რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი და სხვა აქტუალური საკითები ისტორიული პარალელებისა და სამოქალაქო მეხსიერების ჭრილში.

დღის ბოლოს, ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოეწყო კინოჩვენება და დისკუსია. ნაჩვენები იქნა ლუი მალის 1987 წლის ფილმი „ნახვამდის, ბავშვებო!" კინოჩვენებას ესწრებოდნენ თელავის 1-ელი, მე-5 და მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. დისკუსიას უძღვებოდა ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გია ჯაფარიძე, ასევე - ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარები, გიგა ჯოხაძე და გიორგი ხარებავა.

პროექტი "იდენტობა და სამოქალაქო მეხსიერება" ხორციელდება კონტრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.