კინოჩვენება ქობულეთში

30 ივლისს, ქობულეთში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ქობულეთის ბანაკის მონაწილეთათვის ჩატარდა კინოჩვენება. ნაჩვენები იქნა ორსონ უელსის მიერ ფრანც კაფკას რომანის მიხედვით 1962 წელს გადაღებული ფილმი „პროცესი“. კინოჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელიც გვიან ღამემდა გაგრძელდა. კინოჩვენება ჩატარდა „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ჰოლანდიური #D66 / #IDI.