კინოჩვენება და დისკუსია მართლმსაჯულების თემაზე

დღეს ილია ჭავჭავაძის ცენტრში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე მორიგი კინოჩვენებება და დისკუსია გაიმართა.

პროექტის „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში ნაჩვენები იყო დიდი იაპონელი რეჟისორის, აკირა კუროსავას გახმაურებული ფილმი „რაშომონი“ (1950), რომელიც გადაღებულია ასევე დიდი იაპონელი მწერლის, აკუტაგავას ორი მოთხრობის მიხედვით.

დისკუსიაზე მოწვეული სტუმარი იყო მწერალი ზაალ სამადაშვილი, რომელმაც აქტიური მონაწილეები წიგნებით დააჯილდოვა.

უკვე მეორე წელია ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ჭავჭავაძის ცენტრის პროექტს „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ უძღვება ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, იურისტი და პუბლიცისტი ზაზა ბიბილაშვილი.

პროექტი ხორციელდება D66-ის და IDI-ს მხარდაჭერით.

შეხვედრა ჩატარდა არსებული რეგულაციების დაცვით და შეზღუდვების გათვალიწინებით.