ესეების კონკურსის „ბედნიერი ერი – Quo Vadis?“ გამარჯვებულების დაჯილდოება

ილია ჭავჭავაძის ცენტრში ესეების კონკურსის „ბედნიერი ერი – Quo Vadis?“ გამარჯვებულებს ეკა ლომიას და ანა არუთუნიანს ჭავჭავაძიის ცენტრის დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ამ კონკურსის გამარჯვებულები მაისში გამოვლინდნენ, თუმცა შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, მათთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. ამ კონკურსის კიდევ ერთ და ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულს, თამარ აქუბარდიას სერტიფიკატი ზაფხულში, ჩვენთან სტუმრობისას გადაეცა.

გამარჯვებული ავტორების ესეები მაისში გამოქვეყნდა საიტზე: http://www.chavchavadzecenter.ge/ge/blog

ესეების კონკურსის მიზანი იყო დამოუკიდებელი საქართველოს მიერ 1991 წლიდან დღემდე განვლილი გზის კრიტიკული ანალიზი, დღევანდელობის მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირება ისტორიულ-გეოპოლიტიკურ ჭრილში და პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული ხედვებისა და რეცეპტების შეთავაზება ქართული საზოგადოებისთვის.

კონკურსანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ზემოთ ჩამოთლილ თემებზე რეფლექსიის გზით, გამოეკვეთათ კონკრეტული პრობლემები და, კრიტიკული ანალიზის გზით, საზოგადოებისთვის წარედგინათ პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული გზები და ხედვები. საკონკურსო ნამუშევარში უნდა ასახულიყო ავტორის არა მხოლოდ კრიტიკული ანალიზი და არგუმენტები, არამედ პრობლემის გადაჭრის გზები.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ავტორებს ამ გამარჯვებას და მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ჩართულობისთვის!

კონკურსი ჩატარდა პროექტის "საღი აზრი: #სამოქალაქო განათლება #პოლიტიკის პირისპირ" ფარგლებში და ხორციელდება კონრად #ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.