კონფერენციაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი“

25 ივნისს ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სიტყვით გამოვიდა ჰააგაში, პარტია D66-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი“. საუბარი შეეხო ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, იდენტობის პრობლემები და ახალგაზრდობის განწყობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ზაზა ბიბილაშვილის გამოსვლის ძირითადი ნაწილი დაეთმო რუსეთის დაბრუნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და თბილისში მიმდინარე ანტი-ოლიგარქიულ პროტესტს.  სპიკერებს შორის აგრეთვე იყვნენ უკრაინელი, ლიეტუველი, ბრიტანელი და ჰოლანდიელი პოლიტიკოსები და მკვლევარები.