პროექტი „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ახალციხეში

28 ივლისს, ახალციხიდან დაიწყო ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ეროვნული პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ განხორციელება. ცენტრის დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა და ცენტრის დირექტორმა ნინო კალანდაძემ სესიის დასაწყისში ისაუბრეს ჭავჭავაძის ცენტრის და პროექტის შესახებ. სხვადასხვა სესიის ფარგლებში, მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა გუნდთან ერთად მთელი დღის მანძილზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა მასტერკლასები.

პროექტის ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსია თემაზე "რას ნიშნავს იყო კარგი მოქალაქე?". შემდეგ დაიწყო პროფ. გია ჯაფარიძემ ჩაატარა თემატური მასტერკლასი თემაზე: „საქართველოს თანამედროვე საგარეო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები“, ასევე გაიმართა ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლის ზაზა ბიბილაშვილის თემატური მასტერკლასი თემაზე „საღი აზრი და მოქალაქეობა - ქართული საზოგადოება ახალი გამოწვევების პირისპირ“. მონაწილეები მსჯელობდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ინიციატივებზე, სამოქალაქო ჩართულობაზე, ცვლილებებზე და სიახლეებზე.

დებატების ხელოვნების შესახებ პროფ. მარიამ გერსამიას მასტერკლასის შემდეგ, მონაწილეებმა დებატების სიმულაციაში მიიღეს მონაწილეობა. თემები კი, რეგიონში არსებული გამოწვევების ანალიზის შედეგად, თავად შეარჩიეს. საინტერესო კითხვები მოჰყვა ლიკა სანიკიძის მასტერკლასს თემაზე „პროექტების დაფინანსება და დონორებთან ურთიერთობა“. მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებული პრობლემების და მოსალოდნელი შედეგების იდენტიფიცირებაზე და სამომავლო გეგმებზე.

დღის ბოლოს გამართა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.