ვებინარი: „ქალი ჟურნალისტების გაძლიერება და მედია მრავალფეროვნება“

9 ივლისს, ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ვებინარი, რომელის თემა იყო  „ქალი ჟურნალისტების გაძლიერება და მედიამრავალფეროვნება“. აღნიშნული ვებინარით ჭავჭავაძის ცენტრმა შეაჯამა პროექტი, რომელიც მოიცავდა ჟურნალისტების ტრენინგებსა და დისკუსიებს.
 
ვებინარზე  მედიაფსიქოლოგმა, თსუ-ს სრულმა პროფესორმა მარიამ გერსამიამ ისაუბრა თემაზე „გენდერული სტერეოტიპები და მედია“; მედიის მკვლევარმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ წარმოადგინა კვლევა „ქალი ჟურნალისტების ხმა და გენდერული თანასწორობის გამოწვევები“; გენდერის და მედიის ზეგავლენასა და გამოწვევებზე ისაუბრა გენდერის მკვლევარმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა მედეა ბადაშვილმა.
 
ვებინარს ესწრებოდნენ აკადემიური და სამოქალაქო წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და ჟურნალისტები. მოხსენებების შემდეგ გაიმართა ონლაინ-დისკუსია.
 
ვებინარი ჩატარდა ქალი ჟურნალისტების გაძლიერებისა და მედია მრავალფეროვნების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.