საღი აზრი - სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ

2019 წლის ივლისში დაიწყო ეროვნული პროექტი “საღი აზრი - სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“, რომელიც საქართველოს ყველა  რეგიონში ეტაპობრივად განხორციელდა. გაიმართა დიდი 10 ღონისძიება, რომელშიც 250-მდე აქტიური მოქალაქე მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეები დაესწრნენ ლექციებსა და მასტერკლასებს შემდეგი მიმართულებით:

  • საქართველოს თანამედროვე საგარეო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები;
  • რატომ დასავლეთი? - ღირებულებები, პასუხისმგებლობები და ისტორიული პერსპექტივა;
  • გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ცვალებადი გამოწვევები;
  • ევროკავშირი, დემოკრატიული ინსტიტუტები და მდგრადი განვითარება;
  • კანონიერება და მართლწესრიგი - ქართული მართლმსაჯულების ამჟამინდელი მდგომარეობა და მომავალი;
  • ეკონომიკური პოლიტიკა - როგორ წავახალისოთ სწრაფი და სოციალურად პასუხისმგებლობიანი ეკონომიკური ზრდა;
  • მედიაფსიქოლოგია, ინფორმაციული წიგნიერება და სამოქალაქო განათლება;
  • კულტურა და იდენტობა;
  • დონორებთან ურთიერთობა;
  • საჯარო გამოსვლები და დებატების ხელოვნება.

ყოველი შეხვედრა მოიცავდა თემატურ სესიებს, მასტერკლასებს და პრაქტიკულ ვორქშოფებს. საჯარო გამოსვლებისთვის ტრენინგის შემდეგ, მონაწილეები ერთვებოდნენ იმიტირებულ დებატებში, სადაც სადისკუსიო თემებს თავად განსაზღვრავდნენ რეგიონში არსებული გამოწვევების მიხედვით.

პროექტი „საღი აზრი - სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.