ჩვენ შესახებ

„ჭავჭავაძის ცენტრი“ ევროპული პოლიტიკური ფონდების ანალოგიით დაფუძნებული პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა საქართველოშიცენტრის დამფუძნებლები არიან პოლიტიკოსები, მაღალი რანგის დიპლომატები და გამოცდილი საერთაშორისო იურისტები. ცენტრს გააჩნია ამბიციური, გრძელვადიანი ხედვა, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას განმანათლებლობის, კრიტიკული აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გავრცელების გზით, რათა შეიქმნას დემოკრატიული სახელმწიფოს მდგრადი განვითარების სტაბილური და შეუქცევადი ფუნდამენტი.

ილია ჭავჭავაძე საქართველოს ეროვნული და საზოგადოებრივი ცნობიერების აღორძინების სიმბოლოა. მისი სახელობის ცენტრი მიზნად ისახავს მოქალაქეობრივი თვითშეგნების შემდგომ ამაღლებას, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, პოლიტიკური პროცესების რაციონალიზაციას, რუსულ პროპაგანდასთან ეფექტიან ბრძოლას და, ამ ყოველივეს შედეგადპრაგმატულ მოქალაქეობრივ გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას.

დასავლური ღირებულებების ორგანულად დანერგვის მხარდამხარ, ცენტრი ხელს უწყობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ცენტრისტული და მემარჯვენე ცენტრისტული იდეების გავრცელებას და მათზე დაფუძნებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს.

საქართველოს მასშტაბით ცენტრი მუშაობს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან, თუმცა პრიორიტეტს წარმოადგენენ ახალგაზრდები და საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ამჟამად ნაკლები შემხებლობა აქვს დასავლურ სამყაროსთან.

ჩვენი სახელწოდების შესახებ

ილია ჭავჭავაძე მე-19 საუკუნის გამორჩეული საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც დღემდე რჩება ერთერთ ყველაზე ავტორიტეტულ ფიგურად ქართულ ცნობიერებაში. მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, გამომცემელი, ბანკირი, იურისტი, განმანათლებელი და ჩაგრულთა უფლებების დამცველი, ილია ჭავჭავაძე იქცა განმანათლებლობაზე დაფუძნებული დამოუკიდებლობის სიმბოლოდ. იგი იცავდა ღირებულებებს, რომლებსაც დღეს დასავლურ ღირებულებებს ვუწოდებთ და რომლებიც თანამედროვე საქართველოს განვითარების ეგზისტენციურად მნიშვნელოვანი კომპონენტია. ილია ჭავჭავაძე მოკლეს 1907 წელს, რუსეთის იმპერიის საიდუმლო სამსახურთან ასოცირებულმა რადიკალებმა.

ჩვენი ლოგო

ცენტრის ლოგო განასახიერებს ადამიანის მიერ ფიქრის პროცესში უნებლიეთ შექმნილ ჩანახატს, ხოლო ყვითელი ფერი ასახავს მზის სხივს, როგორც აზროვნებითმიღწეული ნათელი მომავლის სიმბოლოს.

ვინ ვართ ჩვენ

ჭავჭავაძის ცენტრი დააფუძნეს ახალი თაობის პოლიტიკოსებმა, მაღალი რანგის ყოფილმა დიპლომატებმა, საჯარო მოხელეებმა, ასევე საკუთარ სფეროებში უდიდესი მიღწევების მქონე საერთაშორისო იურისტებმა. სხვადასხვა უფლებამოსილების ფარგლებში, ცენტრის დამფუძნებლები იყვნენ პოსტსაბჭოთა საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესის ლიდერებს შორის: ისინი იბრძოდნენ პოსტსაბჭოთა მმართველობის, სტერეოტიპებისა და მავნე ტრადიციების წინააღმდეგ, ხელს უწყობდნენ პროდასავლური ღირებულებების და პრაქტიკის დანერგვას სახელმწიფო უწყებებში, ასევე სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებში. მათ აერთიანებთ საქართველოს მომავლის ჯანსაღი ხედვა, სადაც თითოეულ მოქალაქეს ძალუძს და სურვილი აქვს მიიღოს აქტიური მონაწილეობა საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის მომავლის შენებაში. ცენტრის დამფუძნებლებმა თავიანთი კარიერა დაუთმეს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, კრიტიკული აზროვნების და აქტიური მოქალაქეობის თვითშეგნების გავრცელებას. მათი მიზანია, ცენტრი აქციონ ღირებულებებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პლატფორმად, რომელიც შეუქცევადად  გარდაქმნის ქართულ საზოგადოებას პოსტ-საბჭოურიდან თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებად.

პროექტები

დასახული მიზნების მისაღწევად, „ჭავჭავაძის ცენტრმა“ უკვე შეიმუშავა და განავითარა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციული და საგანმანათლებლო პროექტებირომლითაც ცენტრი ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეძლებს მოიცვას საქართველოში მცხოვრები მაქსიმალურად დიდი აუდიტორია.